18:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 17:48:01, 2372 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე „მუქარის წერილზე“: საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან

„საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო და არასერიოზულად გამოიყურებოდა.

„ის ჯერ  აცხადებდა, თითქოს წერილის ავტორი გიორგი გახარიაა. ახლა ამბობენ, რომ პირადად გახარიას ბრალს ამ წერილის ავტორობაში არც არასდროს სდებდნენ. ხან - შუამავალი არ არსებობსო, ხან ამბობდნენ, რომ შუამავალი მზადაა მივიდეს პროკურატურაში. მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით იმდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთეს, რომ ალბათ მათთვისვე უკეთესი იქნებოდა თუ შეჯერდებოდნენ ერთ ვერსიაზე და იმას გაახმოვანებდნენ. მტკიცებულებებს რაც ეხება, როგორც მედიით ვრცელდება, საქმე გვაქვს  დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მითიური წერილიდან რაიმეს იდენტიფიცირება მაინც მოხერხდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics