21:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 16:27:12, 2052 ნახვა

საზოგადოება
​„ცოლად მოყვანის პერიოდში, მისი ასაკი არ იცოდა“ - დვალიშვილი ბრალს არ აღიარებს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა, მიხეილ დვალიშვილი, ბრალს არ აღიარებს.

ახლობლების განცხადებით, მიხეილ დვალიშვილმა გოგონას ცოლად მოყვანის პერიოდში არ იცოდა, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვანი იყო. 

„ბრალს, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ იმიტომ, რომ მან არ იცოდა ასაკი. ის დედას გამოექცა სახლიდან და შეიფარა გზააბნეული გოგო. ამის გამო შეიძლება დაისაჯოს“, - განაცხადა დვალიშვილის ახლობელმა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დვალიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს

„გარდაცვლილი ჩვილის დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მინიმუმ შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება. დაცვის მხარე დავაყენებთ შუამდგომლობას საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს მიხეილ დვალიშვილი“, - განაცხადა უფლებადამცველმა მიხეილ ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული ჩვილის მამას ბრალდება წარედგინა

შეგახსენებთ, 22 მაისს კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი მოკლა

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics