|
2019-10-22 13:59:28, 1917 ნახვა
პოლიტიკა
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის როლზე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ელიორ განიევმა. თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელზე სიტყვით გამოსვლისას ელიორ განიევმა განაცხადა, რომ უზბეკეთი საქართველოში ჩატარებული რეფორმების შესწავლას გეგმავს. „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების შესწავლა. ეს ქვეყანა სამაგალითოა ძალიან ბევრ სფეროში. საქართველოში გატარდა ეფექტური რეფორმები და ჩვენ ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ. საქართველომ ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია", - განაცხადა განიევმა. უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენს რეგიონში თანამშრომლობას ახალ ეტაპს წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ეს საშუალებას გვაძლევს, ჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ერთმანეთს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ევროპას აკავშირებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დერეფანი საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულიად ახალი პირობები დიდი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის", - აღნიშნა მან. ელიორ განიევმა ქართული პორტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველო სატრანზიტო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ტვირთების ნაკადი, რომელიც საქართველოზე გაივლის მაღალ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოთის პორტი, ეს არის შავ ზღვაზე უახლოესი პორტი ზღვაზე უზბეკეთისთვის ჩვენ, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და სხვა ქვეყნები დაინტერესებულები ვართ, რომ სატრანსპორტო დერეფანი ეფექტურად ფუნქციონირებდეს. დიდი პოტენციალი აქვს ბათუმის პორტს, ასევე ანაკლიის მშენებარე პორტს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი და აღვადგინოთ აბრეშუმის ძველი გზა", -აღნიშნა მან. ელიორ განიევის განცხადებით, 2017 წლის ფორუმმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობას აქტიურ განვითარებას ბიძგი მისცა. საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 %-ით გაიზარდა.
(NS)
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)