19:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 16:52:37, 2011 ნახვა

კომენტარი
თურნავა: სტატისტიკა მოწმობს, რომ ექსპორტის ზრდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

„ჩვენი განვითარების ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების, პირველ რიგში კი საექსპორტო წარმოების განვითარებაზე. ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ექსპორტი გაიზარდოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის კომენტირებისას განაცხადა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი  11.1 პროცენტით გაიზარდა და 2 719.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე და 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

„ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენს საექსპორტო ბაზრებს სწორი მიმართულებით ვავითარებთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი  494.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 3 755.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის მონაცემებს გეოგრაფიულ ჭრილში - ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 16.3 პროცენტით გაიზარდა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და  620.1 მლნ. აშშ. დოლარი - ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტი შეადგინა.  დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა 23.2%-ით და 1430.9 მლნ. აშშ. დოლარი - მთლიანი ექსპორტის 52.6% შეადგინა.

„ჩვენი საექსპორტო ბაზრები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და თუ შევხედავთ, რომელი ბაზარი იზრდება წილობრივად ყველაზე სწრაფად - ეს ევროკავშირის ბაზარია, რაც  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოყვა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics