19:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 16:33:17, 3589 ნახვა

კომენტარი
გომელაური ატოცში შექმნილ ვითარებაზე: ესკალაციის საფრთხე არ არსებობს - ტერიტორია კონტროლის ქვეშაა

„ესკალაციის საფრთხე არ არსებობს, ტერიტორია კონტროლს ექვემდებარება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ატოცში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ისევ გრძელდება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულია როგორც ევროკავშირის მისია, ასევე ყველა შესაბამისი უწყება.

რაც შეეხება ტერიტორიაზე მოქალაქეების არ შეშვებას, გომელაურმა განმარტა, რომ ეს მათივე უსაფრთხოებისთვის ხდება.

 „ერთი თვის წინ დააყენეს რკინის ბოძები, დღეს მოვიდნენ და რკინის ცხაურები, ე.წ „სეტკა“ მიიტანეს ე.წ ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება ჩვეულებრივად, უბრალოდ, ეს ხალხის არ შეშვება, ჟურნალისტების, ისევ მათი უსაფრთხოების თემიდან გამომდინარეა. გუშინ და გუშინწინ იყო განცხადებები, თითქოს ჩვეი სპეცდანიშნულების ჯგუფები გადადიოდნენ, ზვერავდნენ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. არანაირი ჩვენი სადაზვერვო და სპეცდანიშნულების ჯგუფები გადასვლას არ ცდილობდნენ. ვიცით, რომ მათ პირიქით დაარღვიეს და გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს რამდენიმე ხნის წინ. დღევანდელ ქმედებებზე, ცხაურების გაკვრის შესახებ რკინის ბოძებზე, უსაფრთხოების სამსახურმა ჩააყენა ცხელი ხაზი საქმის კურსში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა უწყება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ მათ ისევ გააგრძელეს ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics