20:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 12:56:00, 1208 ნახვა

კომენტარი
გაბუნიას ადვოკატი: პროკურატურის მიზანი გვარამიას დაკავება და „მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეფერხებაა

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პროკურატურის ძირითადი მიზანი ნიკა გვარამიას დაკავება და „მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეფერხებაა.

„პრინციპში, ძირითადი მიზანი, ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით უკვე „მთავარი არხის“ განეიტრალება და მისი მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მომავალში მოხერხდება“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ეს არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტების დაკითხვების სერიის გაგრძელება.

„ეს არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტების დაკითხვების სერიის გაგრძელება, რომლებიც ახლა უკვე მოღვაწეობენ „მთავარ არხზე“ და „ფორმულაზე“. რეალურად, გამოძიებას, ალბათ, იგივე შინაარსის კითხვები ექნება, რა კითხვებიც ჰქონდა ნოდარ მელაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ზაალ უდუმაშვილთან. არ იცი, შეიძლება გამოძიებას აინტერესებდეს, როგორ აკეთებდნენ ასეთ წარმატებულ პროდუქტს და რატომ იყო „რუსთავი 2“ ასეთი რეიტინგული, როდესაც ეს ადამიანები მუშაობდნენ ამ არხზე. გაუთქმელობას რაც შეეხება, პრინციპში აქვე მოწმის სახით გამოკითხული ყველა პირი დაავალდებულეს, რომ არ გაემჟღავნებინათ ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა გამოკითხვისას და სავარაუდოდ, ეს გიორგი გაბუნიასაც შეეხება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიას ადვოკატმა.

თავად გიორგი გაბუნიას პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics