20:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 10:38:13, 4336 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ეს ზრდა თავისთავად არ მოვა - მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ

ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ ეს ზრდა თავისთავად არ მოვა - ამისთვის მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში აშშ-დან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურთან ერთად, მოიცავს ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს.

 „ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში, გარდა სოციალური ნაწილისა, მოიცავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. მომავალი წლის ბიუჯეტი არის სწორედ ზრდაზე ორიენტირებული. თუმცა, მნიშვნელოვანია ,ამ ზრდაში წამყვანი როლი ჰქონდეს კერძო ბიზნესს. კერძო ბიზნესის როლის გააქტიურებაზე გამახვილდა ყურადღება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ამ მიმართულებით, ჩვენ კარგი გარემო გვაქვს - ბიზნესი თავისუფალია, საგადასახადო ტვირთი საკმაოდ დაბალია. ჩვენი მდგრადობა, რეფორმების მიმართ ერთგულება -ეს არის ის მექანიზმები, რომლებიც ქვეყნის შიგნით დააგენერირებს იმ პოტენციალს ,რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics