04:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 18:44:16, 3985 ნახვა

რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ე.წ. „ოცნების ქალაქში“ უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას კვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი (რადიოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი) ადგილზე უტარებს გამოკვლევებს და კონსულტაციებს.

ტარდება შემდეგი სახის კვლევები: ეკგ, სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა, მუცლის ღრუს ექოსკოპია (თირკმელი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პროსტატა), ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია.

დღეს აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე გაეცნო. დასახლების მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება 19 და 20 ოქტომბერსაც შეეძლებათ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics