09:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 18:00:17, 3327 ნახვა

ეკონომიკა
ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს „საქართველოს რკინიგზა“ დააკავშირებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა საქართველო-უკრაინის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემის მიმოსვლის შესახებ განხორციელდა.

აღნიშნული მარშრუტით პირველი საკონტეინერო გემი დღეს, 18 ოქტომბერს შემოვიდა ფოთის პორტში და იგი მიმოსვლას ყოველკვირეულად განახორციელებს. აღნიშნულით შესაძლებელი გახდა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით სარკინიგზო გადაზიდვა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით.

ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, ხელს შეუწყობს, საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე მოთხოვნის ზრდას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

საქართველოსა და უკრაინას შორის ახლად დანიშნული საკონტეინერო გემი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდას და შუა დერეფნის განვითარებას, ასევე ბლოკ-მატარებლების მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას. მინიმალურ დროსა და ხელსაყრელი ტარიფებით მოხდება ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთების გადმორთვა მოცემულ მარშრუტზე, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს და ხელს შეუწყობს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ამასთან, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სახმელეთო საზღვარი, საშუალება მიეცათ ერთმანეთს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლით დაუკავშირდნენ.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო კომპანია MAERSK-ის მხარდაჭერამ.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics