21:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 17:06:12, 1535 ნახვა

ეკონომიკა
ვიტორ გასპარი - საქართველო სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ვიტორ გასპარმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას განაცხადა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები.

როგორც სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

„საქართველო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს. დეფიციტი შემცირდა, ამავე დროს,  გაუმჯობესდა ხარჯვის პრიორიტეტებიც  ინფრასტრუქტურისა და სოციალური მიმართულებებით. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სავალუტო ფონდთან ერთად, ყველაზე მეტად არის ჩართული შესაძლებლობების განვითარებაში. სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ საჯარო ფინანსების რისკების მართვის საკითხებზე, რომელიც ასევე გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებას. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა", - განაცხადა ვიტორ გასპარმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics