19:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 13:21:57, 996 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე ისაუბრა. 

გიორგი წოწკოლაურის თქმით, თბილისის ბინების გადანაწილების მეორე ფაზა უკვე დაწყებულია და მოქალაქეებს განაცხადების შევსება 31 ოქტომბრამდე შეეძლებათ. სამინისტრო წლის ბოლომდე დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს. 

მინისტრის მოადგილე სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილების საკითხსაც შეეხო. 
მისი თქმით 3 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი  დამატებითი ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს. 

გიორგი წოწკოლაურმა იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რასაც თბილისის ბინის მიღების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. 

"კრიტერიუმები სამინისტროს, საერთაშორისო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით არის შემუშავებული. დევნილ ოჯახებს მათი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით ქულები მიენიჭებათ. ყურადღება ექცევა სოციალურ შემწეობას, ოჯახში არასრულწლოვნების რიცხვს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა. შესაბამისად ქულის მიხედვით განისაზღვრება, რომელი ოჯახი უფრო მეტად საჭიროებს, კონკრეტულ ეტაპზე, ბინით დაკმაყოფილებას", - აღნიშნა მან. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს ფოიეში მყოფი პირებიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელიც თბილისში არ არის რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში მათ განაცხადების შევსება რეგიონების ბინებზე შეუძლიათ.  

„წელს იწყება გორის, ხაშურის ქუთაისის და სხვა მრავალი რეგიონის მისამართით ბინების განაწილება. შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა განცხადების განხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არ გამოცხადებულან და არ მოუმართავთ განცხადებით“, - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა. 

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics