19:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 13:15:39, 635 ნახვა

საზოგადოება
თურნავა: 2021 წლამდე ბუნებრივ აირს დამატებით 100-მდე დასახლებული პუნქტი და 20 000-მდე აბონენტი მიიღებს

თვითმმართველობის ორგანოების წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ დამატებით, 100 - მდე ახალი დასახლებული პუნქტი მიემატა გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაში გათვალისწინებულ დასახლებებს. ეს არის 20,000 - მდე დამატებული აბონენტი და ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ბუნებრივ აირს 2020 – 2021 წლებში მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის 17 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გაზიფიცირების სამწლიან 2019 – 21 წლების პროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც 100 -მდე დასახლება ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში, იქ მცხოვრები მოსახლეობა კი 2020 – 21 წლებში ბუნებრივ აირს მიიღებენ. შედეგად, 2019-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით 295-მდე გაიზრდება იმ დასახლებულ პუნქტთა რაოდენობა, სადაც სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ დასახლებების მცხოვრებლებისთვის, სადაც ბუნებრივი აირი შევა. გარდა ამისა, შეიქმნება ხელსაყრელი პირობები იქ მცირე ბიზნესების შესაქმნელად.

ცვლილებების შედეგად, 54 751-დან 73 833-მდე გაიზარდა იმ პოტენციური აბონენტების რაოდენობა, ვინც ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. მათ საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში და უფრო მომზადებულები შეხვდნენ დამდეგ ზამთარს. 3 წლის განმავლობაში დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების ჯამური ღირებულება განახლებული გეგმით 229 600 000 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics