20:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 12:13:24, 1687 ნახვა

კომენტარი
თურნავა შესაძლო გადადგომაზე: ეს არის კლასიკური შავი პიარი და „ფეიკნიუსი“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, ეს არის მის მიმართ აგორებული შავი პიარი, რომელსაც "არასერიოზული პოლიტიკოსები" ავრცელებენ.

„ჩემ გადადგომასთან დაკავშირებით, მე სერიოზულ პასუხს არც კი გავცემ ამ კითხვას, იმიტომ რომ, ეს არის კლასიკური შავი პიარი და ფეიკნიუსი, რომელიც გავრცელდა სრულიად არასერიოზულ პოლიტიკოსზე დაყრდნობით. მე მოგიწოდებთ მედიასაშუალებებს, რომ უკეთ გადაამოწმოთ თქვენი წყაროები, რამდენად იწვევენ სანდოობას თქვენი რესპოდენტები. მე ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებდი. მე მინდა ვთქვა, რომ ამას, როგორც ჩანს გარკვეული მოტივაცია გააჩნია, იმიტომ რომ ეს იყო ორკესტრირებული, შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მე ვთვლი, რომ ჩვენ, ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალია ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები საბოლოო ჯამში იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოსწონს. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვე ცაზე გამოჩნდა ახალი ავიაკომპანიები. შეიძლება ვიღაც მისტირის იმ პერიოდს, როდესაც ცა იყო გაყოფილი ორ-სამ კომპანიას შორის და ეს იყო მონოპოლიზირებული. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რმ ენერგეტიკაში ჩვენი რეფორმების შედეგად მოხდა ბაზრის გახსნა და არის მეტი კონკურენცია. არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია, იმიტომ რომ სხვა პირობებშია შეჩვეული ბიზნესის კეთებას. ყველას საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ არანაირი შავი პიარი, ფეი ნიუსები არ გადაგვახვევინებს ჩვენი პრინციპებისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილები და საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს. ჩვენი ინსტიტუტები არ შეირყევა. ჩვენ მედგრად ვდგავართ“, - განაცხადა ენათია თურნავამ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics