20:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 11:53:42, 1695 ნახვა

კომენტარი
„რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ჯერ არ ხორციელდება“ - თურნავა კომპანია „სიბირის" ფრენებზე განმარტებას აკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსული კომპანია "სიბირის"  მიერ ქუთაისიდან ფრენებს განხორციელების ფაქტს ეხმაურება. 

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე იმის დადასტურება, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენები აღდგა, შეუძლებელია. 

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუმარტა, იმისათვის, რომ ფაქტის დადასტურება მოხდეს, საქართველოს საჰაერო ადმინისტრაციამ შესაბამისი შეტყობინება უნდა მიიღოს, რაც მინისტრის თქმით, ამ დრომდე არ მომხდარა. 

"არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით თუკი რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. რა ფაქტსაც ასახელებთ, გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით. ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ფაქტს მივესალმებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "სიბირი" ქუთაისიდან ფრენებს განახორციელებს

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics