20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 15:21:40, 1072 ნახვა

კომენტარი
კალაძე ხაზარაძეზე: აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული როგორ გადაფაროს

"მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული ფულის გათეთრებაზე და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძე მთლიანად "ნაციონალურ მოძრაობის" ნარატივში ჯდება.  

„რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“,  ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ ერთი მოტივით, რომ ბანკი გადაერჩინა იმ თაღლითებისა და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ ორი ბანკი, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“ იყო, რომელსაც ბრძოლა დაუწყეს ყველანაირი აკრძალული მეთოდებით. წავიდნენ კანონის წინააღმდეგ, სცადეს გაკოტრება, დაიწყეს იმ ადამიანების დაშინება, ვისაც ვემსახურებოდით კრედიტებით. ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა 22%-იანი წილი და მასში რამდენიმე მილიონი გადაიხადა, ის იყო, რომ ბანკი გადაერჩინა და მართლაც, ასე მოხდა. სხვა შეხება მას ბანკთან არ ჰქონია. არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. რაც შეეხება მეორე საკითხს, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics