2015-07-16 16:55:19, 398 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: ნიღბიანმა პირებმა საქართველოს დროშა ჩამოხსნეს და წაიღეს
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელურის განცხადებით, პოლიციელებმა წითელუბანში ნიღბიანი პირები დააფიქსირეს, რომლებმაც საოკუპაციო ზოლთან საქართველოს დროშა ჩამოხსნეს და წაიღეს.
„პოლიციელებმა ნიღბიანი პირები დააფიქსირეს, ბანერებთან დაკავშირებით რაღაც სამუშაოები ჩაატარეს. ახალი არ დაუდგიათ. საქართველოს დროშა ჩამოხსნეს, ჩაკეცეს და წაიღეს. ახლა იქ არავინ არ არის“,-აღნიშნა გომელაურმა.
ცნობისთვის, წითელუბნის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა საქართველოს დროშა ჩამოხსნეს.შეირაღებულმა პირებმა დროშა იმ ტერიტორიაზე ჩამოხსენს, სადაც ე.წ. ბანერების დემონტაჟი მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან