22:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 14:44:48, 1089 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ხაზარაძეზე: ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავისი თავი არ დააზიანოს

"მამუკა ხაზარაძე ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავისი თავი არ დააზიანოს", - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სახელმწიფომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულა და მინისტრი ცქიტიშვილი ყველაფერს აკეთებს ამ პროექტის განხორციელებისთვის.

„ჩვენ ვიცით კონკრეტული ბრალი. მაგალითად ის, რომ 17 მილიონი ვიღაცამ ბანკიდან გაიტანა, შემდეგ კი ეს თანხა რაღაც ოფშორებში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ 17 მილიონი სადღაც გაქრა და არ მოხდა თანხის უკან დაბრუნება. ხაზარაძე ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავისი თავი არ დააზიანოს. მაია ცქიტიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მათ ამ პროექტის განხორციელებაში. ესეც ფაქტია, რომ სახელმწიფომ გააკეთა იმაზე მეტი, რაც ჰქონდა მას ვალდებულება. ხოლო ხაზარაძემ არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა არცერთ ეტაპზე", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ TBC ბანკისა და მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 15 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ 2017 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ ანაკლიის პროექტს უნდა შეშვებოდნენ. როგორც ხაზარაძე ამბობს, იმ დროს, როცა მას ივანიშვილმა ეს უთხრა, პორტში უკვე 20 მილიონი ჰქონდა ინვესტირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics