10:35 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 13:22:42, 1354 ნახვა

ეკონომიკა
„ანაკლიის კონსორციუმი“ მთავრობის გადაწყვეტილებას ვადის გადაწევასთან დაკავშირებით მიესალმება

"ანაკლიის კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიისთვის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად ვადის გადაწევას ითვალისწინებს, მიესალმება.

როგორც ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ისინი მზად არიან მთავრობასთან, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.  

"მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას. ამასთან, ვთვლით, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში არის გარკვეული დაბრკოლებები, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი. მთავრობის გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ საჭიროა ორივე მხარე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოვუწოდებთ მთავრობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვადას წლის ბოლომდე აძლევს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics