22:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 13:20:46, 785 ნახვა

კომენტარი
ჯავახაძე - ომბუდსმენთან ერთად წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ წამების და არაადამიანური მოპყრობის სრულად აღმოფხვრისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საერთაშორისო კონფერენციაში - „პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა. ნინო ჯავახაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„პრევენციის ეროვნული მექანიზმის 10 წლისთავს აღვნიშნავთ დღეს. რეალურად ეს ემსახურება დახურული ტიპის დაწესებულებებში, წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილში ეს ეხება, ძირითადად, დროებითი მოთავსების იზოლატორებს. შეხვედრაზე აღინიშნა სახალხო დამცველის მიერ, რომ ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა სახალხო დამცველთან არის ძალიან გამორჩეული. საკმაოდ წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ იმისთვის, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყოს აღმოფხვრილი სრულად დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მთელ სისტემაში“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. 

სახელმწიფო პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო აღნიშნული მექანიზმის მიერ გაწეული საქმიანობის და მიმდინარე გამოწვევების შეჯამება, თავისუფლებააღკვეთილი პირების წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიმართულებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics