|
2019-10-15 16:41:04, 1964 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
"საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, გიორგი გახარიასთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დინამიკა, ურთიერთნდობის დონე და აღნიშნული ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას. „სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით. მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზაობა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა. მაღალი შეფასება მივეცით სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე ვადაში კომისიის მეათე სხდომის ოქმში დაფიქსირებული ყველა შეთანხმება შესრულდება. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფარგლებში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი, რაც ფართო გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე რეგიონული მდგრადობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცეს ამ მიმართულებით გაწეულ ყველა ძალისხმევას. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხთაგანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბება. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მხრივ, სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა განვითარდეს, გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე „პატივცემულო პრემიერო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხურ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცავთ დადებით დინამიკას", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)