17:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 11:33:05, 1093 ნახვა

საზოგადოება
A-კატეგორიის ტაქსის მძღოლები, მერიისგან სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

პირველი ნოემბრიდან, A-კატეგორიის ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან ქიმიური წმენდის ვაუჩერებს უსასყიდლოდ მიღებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის მძღოლები, რომლებიც ვაუჭერს გამოიყენებენ, დამატებით ავტომობილის მოსავლელი საშუალებების შესაძენად 20%-იან ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ.

ამასთან, კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტაქსების შიდა მოწესრიგებულობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდება.

"ყველა ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ისარგებლებს ქიმიური წმენდის ვაუჩერით, აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი, უბრალოდ უნდა მობრძანდნენ, დამატებით გადაეცემათ "ვიანორის" 20%-იანი ფადაკლების ბარათები. ეს კომპანია ყიდის სხვადასხვა საშუალებებს, რომლებიც შესაძლოა ტაქსის მძღოლებს მანქანიის მოვლისთვის დასჭირდეთ. ეს ხდება იმისთვის, რომ ავტომობილები იყოს სუფთა და მოწესრიგებული, აგრეთვე იმისთვის, რომ მგზავრი დარჩეს კმაყოფილი. ეს ხარჯები ტაქსის მძღოლებზე არ აისახება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება. ჩვენ მოგაწვდით სმს-ის მეშვეობით ყველა იმ სერვის-ცენტრის მისამართს, სადაც პირდაპირ შეგეძლებათ მისვლა და A-კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ პირდაპირ იქ მივიდნენ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძემ ტაქსების რაოდენობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად დედაქალაქში A კატეგორიის 9000-მდე ტაქსი მოძრაობს და ეს რიცხვი მზარდია. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics