|
2019-10-14 16:30:30, 15545 ნახვა
High - Tech
ქართველი რობოტი სახელად „მზია“ საერთაშორისო კონკურსზე წარსდგება
რობოტი სახელად „მზია“ დუბაიში, საერთაშორისო კონკურს „First Global“-ზე საქართველოს სახელით წარსდგება. ”მზიას“ ახალგაზრდა შემქმნელები „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის“ მე-11 კლასის მოსწავლეები, მაშიკო ლორთქიფანიძე და ნიკა კილაძე არიან. მათი თქმით, რობოტს კალათბურთის თამაში და აზიდვების გაკეთებაც შეუძლია. „საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი თემა ოკეანის დამაბინძურებლებია. კონკურსის მონაწილეებს ევალებათ, შექმნან რობოტები, რომლებსაც ნარჩენების შესრუტვა და გადამამუშავებელ პუნქტში წაღება შეეძლებათ. თამაშში ოკეანის ნაცვლად, მწვანე მოედანია მოწყობილი, სადაც ნარჩენების იმიტაციას ბურთები წარმოადგენს. უკვე ორი თვეა, რაც ამ რობოტზე ვმუშაობთ. გვინდა გავაუმჯობესოთ ჩვენი წინა შედეგები და წელს მეორე ადგილი მაინც დავიკავოთ. ეს კონკურსი დუბაიში ტარდება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ შეგვიძლია კიდევ ერთ განხრაში მსოფლიო დონეზე გამოვჩნდეთ. შარშან ჩვენს გუნდს ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა და მათ მესამე ადგილი აიღეს. წელს ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვიმედოვნებთ, რომ არსებულ შედეგსაც გავაუმჯობესებთ. ჩვენ გავითვალისწინეთ წინა წლის დადებითი და უარყოფითი მხარეებიც და ვეცადეთ ისინი გაგვეთვალისწინებინა. გუნდში ექვსნი ვართ, მაგრამ ასევე გვეხმარებიან სხვებიც თავისი სურვილისამებრ. დასაწყისში შიდა შეჯიბრიც გვქონდა, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ და ახლა დუბაიში საერთაშორისო კონკურსზე მივდივართ“, - ამბობს ნიკოლოზ კილაძე "ტვ პირველის" ეთერში. შეგახსენებთ, შარშან საქართველოს ნაკრებმა და რობოტმა „ვანომ“ 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავეს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)