21:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 14:22:38, 347 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსეთთან მიმართებაში მთავრობის კონსტრუქციულ პოლიტიკაზეც ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მაქსიმალურად ფრთხილ პოლიტიკას აწარმოებს. თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუებინ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე რაიმე კომპრომისზე არ წავლენ.

"მინდა ავღნიშნო ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ სწორად მოვიქეცით, როდესაც სოჭის ოლიმპიადა გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ აქტიურად ვიყავით ჩართული უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკელებთან, ევროპელებთან, რუსებთან ერთად. ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ. რაც მთავარია, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. არ ვაპირებთ, რომ რაიმე კომპრომისზე წავიდეთ, მითუმეტეს იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს ეხება. თუმცა მინდა ავღნიშნო, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით, ყველა საერთაშორისო ბერკეტს პინციპულად გამოვიყენებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics