13:09 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 10:01:56, 2860 ნახვა

სამართალი
პოლიციამ მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ო.მ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 10 ოქტომბერს, მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თან ახლდა 1984 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი პირი დაჭრა, თუმცა ამის შესახებ ო.მ. -ს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.

სამართალდამცველებმა რ.ა. ცხელ კვალზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,  ო.მ. კი  - მომხდარიდან მეორე დღეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ო.მ.-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics