05:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 17:50:30, 4900 ნახვა

რეგიონი
ბათუმში კონფერენცია „კარდიოქირურგიული პაციენტების პერიოპერაციული მართვის ასპექტები“ გაიმართება

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო - „WYNDHAM BATUMI“-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე:

 „კარდიოქირურგიული პაციენტების პერიოპერაციული მართვის ასპექტები“.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი და განხილულ იქნება სამი წლის შედეგები.

კონფერენციაზე მოხსენებებს წარადგენენ კარდიოლოგები, კარდიოქირურგები, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და რადიოლოგები. განიხილება შემდეგი თემები:

          „თანამედროვე მიდგომები კარდიოქირურგიაში“

          „ანესთეზია ინტენსიური თერაპიის როლი კარდიოქირურგიაში“

          „კარდიოქირურგიული პაციენტების პოსტოპერაციული მართვა“

          „კარდიოექოსკოპიის როლი კარდიოქირურგიულ პაციენტებში“

          „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოლოგიისაა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტის სამი წლის ანგარიში“.

კონფერენციას დაესწრებიან აღმასრულებელი ხლისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აჭარის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, კარდიოლოგები, კარდიოქირურგები, კარდიოექოსკოპისტები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფოთისა და გურიის სამედიცინო დაწესებულებების ექიმები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics