05:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 16:14:14, 4371 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონის დახმარებით, შიდსთან ბრძოლის ფონდი 14 მილიარდ დოლარს მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის დახმარებით, შიდსთან ბრძოლის გლობალური ფონდი, 14 მილიარდ დოლარს მიიღებს, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებმა, კომპანიებმა და კერძო ქველმოქმედებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დახმარება გაზარდონ და გლობალურ ფონდში უფრო მეტი თანხა ჩარიცხონ.

მედიის ცნობით, ხსენებული თანხა ფონდში 3 წლის განმავლობაში ჩაირიცხება. კონფერენცია, რომელზეც ამის შესახებ გახდა ცობილი, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა.

"დღეს, ამ მსოფლიოსთვის ისედაც რთულ პერიოდში, ჩვენ შევძელით 14 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მოზიდვა. ამით, ჩვენ შევძლებთ სულ მცირე 16 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. მგონია, რომ უფრო მეეტის გაკეთებაც შეგვიძლია", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, აგრეთვე კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუზნებელი ბილ გეითში და ჯგუფ U2-ს ვოკალისტი ბონო ესწრებოდნენ.

გლობალური ფონდის ხელმძღვანელის პიტერ სენდსის განცხადებით, დაფინანსების გაზრდა პანდემიასთან ბრძოლას დააჩქარებს. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ეპიდემია 2030 წლისთვის შეჩერდება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics