16:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 15:54:52, 1497 ნახვა

საზოგადოება
ჭიაურელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჭიაურელის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

კახა კალაძის განცხადებით,  ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი წვიმის დროს ქუჩის მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

„დიდუბის გამგეობა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს კერძო დასახლებებაა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები ერთმანეთში იყო არეული და წვიმის დროს სახლებში იქმნებოდა პრობლემები. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს საკითხი სრულად მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, მოეწყობა 1255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ასევე, მოეწყობა 36 ცხაური და 14 გვერდმიმღები, დამონტაჟდება სათვალთვალო და სანიაღვრე ჭები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს. პროექტი დაახლოებით 600 000 ლარი ჯდება.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობა ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

პროექტის მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია გაეცნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics