19:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 14:58:54, 4474 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე „ბლექსის“ წარმომადგენლებს შეხვდა

შუახევში, მალე სსიპ კოლეჯი ,,ბლექსის“ ფილიალი გაიხსნება. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები კოლეჯის განსათავსებლად, დაბის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ოთახების მოწყობას, შიდა კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 000 ლარია გამოყოფილი.

მშენებლობის პარალელურად დაწყებულია პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მუშაობა.

საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა, დღეს შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან გაიმართა.

 შეხვედრას ადგილობრივი ხელმძღვანელი პირები, კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე, დირექტორის მოადგილე მაია თოიძე და ,,ENPARD 3-ს“ კონსულტანტი პროფესიულ განათლების საკითხებში რეზო საყვარელიძე ესწრებოდნენ.

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კოლეჯის გახსნის შემდეგ მსურველები შეძლებენ, ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics