19:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 14:54:15, 3995 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე ომარ ტაკიძესთან და საფინასო სამსახურის უფროს ანზორ ცეცხალაძესთან ერთად კომუნალური სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს, 2020 წლის ბიუჯეტის მიზნობრივად განსაზღვრა, მათ წინაშე არსებული პრობლემების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტი 2017 წლიდან დღემდე 65 %-ით გაიზარდა, რაც ამ დროისთვის 385200 ლარს შეადგენს. 25 %-ით გაიზარდა დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება.

კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სანიტარული-ჰიგიენური მდგომარეობის უზურნველყოფა, გარე-განათების სისტემების მოვლა-პატრონობა, სკვერების, მწვანე ნარგავების გაშენება, წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ა.შ.

ორგანიზაციაში 102 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის 56 ძირითადი და 49 სეზონური.

უწყების თანამშრომლებს, ფრიდონ ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და დასძინა, რომ მათ ექნებათ უკეთესი სამუშაო პირობები და მაქსიმალური მხარდაჭერა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics