22:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 14:50:50, 3287 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: დავით-გარეჯის პრობლემა ორმხრივი თანამშრომლობის გზით მოგვარდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დავით-გარეჯის პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობით მოგვარდება.

მისი თქმით, გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, საბოლოოდ ოპტიმალური გადაწყვეტილება მოყვება.

„მივესალმებით იმას, რომ პრემიერ მინისტრი და მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს არ მიმართულებით, უდაოდ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას ორმხრივი თანამშრომლობის საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში მოლაპარაკებების გზით და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე არის გადადგმული. ასევე, ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც კონკრეტული შედეგი აქვს, როგორც იკვეთება და ვფიქრობ ამ პოზიტიურ ტენდენციას ჩვენ შევინარჩუნებთ და საბოლოოდ მივაღწევთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ამ თემაზე. უკვე ძალიან კარგია, რომ სასულიერო პირების დაშვება ხდება ამ მომენტიდან დავით გარეჯის კომპლექსში და შემდგომი შეთანხმებები წინ გვქვს. ეს თემა არის ეროვნული მნიშვნელობის თემა, აქ საზოგადოება, თავად ეკლესია, მთავრობა, პარლამენტი, რა თქმა უნდა, ერთ და ეროვნულ ინტერესებს უჭერს მხარს", - განაცხადა თალაკვაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics