|
2019-10-10 17:28:02, 3835 ნახვა
რეგიონი
ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ზაალ მიქელაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ დეპარტამენტს ეწვია
სტუმრობდა ტერიტორიაზე ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. წლევანდელი დღის თემაა „სუიციდის პრევენცია“. მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ დეპარტამენტს სტუმრობდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკის ტერიტორიაზე ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა. კლინიკის სტაციონარში მკურნალობის დროს ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ფარგლებში შრომითი ინსტრუქტორების აქტიური ჩართულობით არტ თერაპიით დაკავდნენ. კლინიკაში დღემდე არსებობს წლების განმავლობაში დაგროვილი ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, იშვიათი ნახატები. გამოფენის პარალელურად წარმოდგენილი იყო კლინიკის სოციალურ საწარმოში დამზადებული ტკბილეული. სოციალური საწარმო „ადამიანები მოქმედებაში“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე ორი წელია ფუნქციონირებს. საწარმოს დაარსების მთავარი მიზანი ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების დასაქმება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ამ ეტაპისთვის საწარმოში დასაქმებულია 2 ბენეფიციარი. კლინიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ფსიქიატრიულ დეპარტამენტში შესრულებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)