2015-07-16 12:47:21, 373 ნახვა
პოლიტიკა
მურატ ჯიოევი: სასაზღვრო ხაზი არასოდეს დაგვირღვევია
საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური წარმომადგენლის მურატ ჯიოვის მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს სასაზღვრო ხაზი არასოდეს დაურღვევია.
ამის შესახებ ჯიოევმა ცხინვალის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჯიოევის თქმით, ქართული მხარის ბრალდებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
„ იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ახლა საუბარი მიდის, მუშაობა და სასაზღვრო დაკვირვება ყოველთვის მიმდინარეობდა და მოსაზღვრე მხარის ყურადღებას არასდროს იქცევდა, რადგან ჩვენ სასაზღვრო ხაზი არასდროს დაგვირღვევია. ახლა ეს ხელოვნურად გაბერილი პროცესია. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას სასაზღვრო ხაზის დასადგენად, ასევე მისი გამაგრებისთვის,“ - განაცხადა მურატ ჯიოევმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან