22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 15:23:32, 2744 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: ნათელია, რომ ეს არის ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება - ბრძოლა იქნება უკომპრომისო

„ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება მამუკა ხაზარაძის და ჩემ მიმართ“, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეთოდი, რომელსაც პროკურატურა იყენებს, ავტოკრატიული რეჟიმების მიერ კარგად არის აპრობირებული.

„ამას ეწირება საქართველოს ინტერესები. ამის გამო უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო, მისი ინსტიტუციები და თითოეული მოქალაქე. მაგრამ, სამწუხაროდ, პრიორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ჩვენთვის ანგარიშსწორება და ამისთვის იყენებს პროკურატურას, მის მთავარ პროკურორს, რომლის განათლება და მორალი რბილად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. თქვენ თვითონ ნახეთ მისი გამოსვლა გუშინ. რაც მთავარია, მეთოდი, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული რეჟიმების მიერ, როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ამიტომ ჩვენგან ეს ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავარი პროკურორის, თადუმაძის მიერ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროჯურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics