|
2019-10-10 13:41:18, 901 ნახვა
საზოგადოება
ნიკა მელია სასამართლოში „შმაქსით“ მივიდა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში შმაქსით მივიდა. როგორც მელიამ განმარტა, ამ ჟესტით მან იდეას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს იყო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადება ამ იდეის ავტორებისადმი და ათასობით იმ ადამიანის მიმართ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური მხარდაჭერის მცდელობა, რომლებიც შიმშილისთვის გაწირა კალაძემ. ათასობით ადამიანს ეხება, კალაძის გაუაზრებელი რეფორმა. ეს შმაქსი იძლევა შესაძლებლობას, რომ არ მოკვდეს ადამიანი შიმშილით. მე ვფიქრობ, რომ ვალდებული ვიყავი, თვალყურს ვადევნებდი სახლიდან ამ პროექტის დაბადებას და განხორციელებას, ვალდებულად ჩავთვალე თავი, მხარდაჭერა გამომეთქვა. მიმაჩნია, რომ ეს არის არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც სამართლებრივადაც, პოლიტიკურად , მორალურადაც და ადამიანურადაც გამართულია. ვიქრობ,რომ ყველამ უნდა დავუჭიროთ ათასობით ადამიანს მხარი, რომელიც მუშაობდა დღის განმავლობაში იმისთვის რომ სახლში გვიან ყველი და პური მიეტანა ოჯახის წევრებისათვის და ეს ყველი და პური წაართვა კალაძემ“ , - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)