05:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 13:11:30, 1367 ნახვა

რეგიონი
შუახევში რთველი მიმდინარეობს

შემოდგომა ძალაში შედის. შუახევის სოფლებში გლეხები მთელი წლის ნაშრომს, მოსავალს იღებენ და აბინავებენ. წლევანდელი წლის მოსავლით კმაყოფილია სოფელ ნენიაში მცხოვრები 70 წლის შოთა მიქელაძე.

ფერმერს, რომელსაც ცოლიკაურის, ოჯალეშის , ჩხავერის ჯიშის ვენახი აქვს გაშენებული 2 ტონამდე მოსავალს ელის. აწარმოებს თავისი ეტიკეტით ღვინოსა და არაყს. ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აწყობს მარანს. მომავალი წლიდან ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება და საოჯახო სასტუმროს მოწყობასაც გეგმავს.

დღეს, ფერმერს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სტუმრობდა. ბარაქიანი მოსავალი მიულოცა, მარანი დაათვალიერა და სიმბოლურად რთველში მიიღო მონაწილეობა.

 შოთა მიქელაძე მევენახეობასთან ერთად მეთამბაქოეობასაც ეწევა. სოფლის მეურნეობის პროგრამის თანადაფინასებით მოაწყო სასათბურე მეურნეობა, სადაც ერთწლოვანი კულტურები მოყავს. ფერმერი მომავალში მეცხოველეობის განვითარებასაც გეგმავს. გაშენებული აქვს ხეხილის ბაღი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics