04:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 11:07:40, 560 ნახვა

საზოგადოება
სვანეთში მაშველებმა 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად,  ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში  4  დაკარგული ტურისტი იპოვეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ  ჩეხეთის მოქალაქეები  გზას ვეღარ განაგრძობდნენ და ითხოვდნენ შველას.

 ადგილზე დაუყოვნებლად გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცაგერის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები . აღნიშნულ სამაშველო ოპერაციაში დამატებით ჩაერთო სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 10 კაციანი ჯგუფი.

აღნიშნული ღონისძიების შედეგად, ტურისტები უვნებლად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე“, – აცხადებენ შსს–ში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics