04:34 - 22 Apr, 2026
|
2015-07-16 10:18:28, 537 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო
ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დადიანის ქ. N5-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში ბინას 65 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. აპლიკაციების მიღება 2015 წლის 16 ივლისს იწყება და 31 ივლისს დასრულდება. უწყების ინფორმაციით, რეაბილიტირებულ შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15 - ერთოთახიანია, 10- ოროთახიანი, ხოლო, 40 - სამოთახიანი. საცხოვრებელი ფართის მისაღებად აპლიკაციების შევსება ქუთაისში, აბაშაძის ქ. N27-ში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)