2019-10-08 17:51:40, 2108 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე უმრავლესობის დეპუტატების მიერ მანდატის შესაძლო დატოვებაზე - ვცდილობთ, ესტაფეტა ბოკერია-სააკაშვილს გადავცეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატის მანდატი შესაძლოა, ზარდიაშილის გარდა მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც დატოვონ, ხუმრობით პასუხობს.
„არა მხოლოდ მე არამედ ჩემი ფრაქცია მთლიანად ტოვებს პარლამენტს და ვცდილობთ, რომ ესტაფეტა გადავცეთ ბოკერიას პარტიას და სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“. ამაზე ვიზრუნებთ ამ დღეებში“, - აცხადებს მდინარაძე.
რაც შეეხება კითხვას, ვინ იქნება 2020 წლის არჩევნებზე მმართველი გუნდის სიაში, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამას თავად „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს.
„რაც შეეხება 2020-ის სიას, ამ სიაში ვინ იქნება გადავწყვეტთ ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და არა თქვენ“, - მიმართა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,