|
2019-10-08 11:25:50, 1015 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგნელები, ძირითადად ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პრიორიტეტულ პროექტებს ეხებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ბანკის როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა 62 მლნ ევროს ოდენობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განხორციელებას. პროექტი ემსახურება ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფასა და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)