22:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 21:44:52, 1456 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: აჭარის რეგიონში წლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება

„აჭარის რეგიონში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება", -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი ჰოტელში" საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და უზრუნველყოფს წყალმომარაგების სისტემის, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენეროუსაფრთხოების გაზრდას. 

„KfW-ს მხარდაჭერით, 60 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიიმართება ქალაქ ბათუმის  შემოერთებული  ტერიტორიების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ხოლო დამატებით 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით გათვალისწინებულია ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

მისი თქმით, მიმდინარე წლის 6-7 ნოემბერს, დაგეგმილია სამთავრობო კონსულტაციები, რომელზეც განიხილება გერმანიისა და საქართველოს შორის როგორც მიმდინარე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics