11:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 16:51:39, 1352 ნახვა

პოლიტიკა
შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ ჩაანაცვლოს

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის თანახმად, შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატი თბილისის საკრებულოს მოქმედმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჩაანაცვლოს.

ზარდიაშვილი პარლამენტში პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ ის წესით "ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატმა უნდა ჩაანაცვლოს.

დეპუტატის მანდატი 10 სექტემბერს "ქართული ოცნების" წევრმა შოთა შალელაშვილმაც დატოვა. პარლამენტში ბიუროს სხდომაზე შალელაშვილის შემცვლელად კი ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა მიიღეს. შესაბამისად, საარჩევნო სიის მიხედვით, ვანო ზარდიაშვილს ლევან მგალობლიშვილის მომდევნო პიროვნება — ირაკლი ზარქუა შეცვლის. ის ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია.

იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოში დარჩება, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში სიით მომდევნო - თემურ გოცირიძე შეცვლის.

ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ საკანონმდებლო ორგანს დღეს, 7 ოქტომბერს მიმართა.

გიორგი ჩაფიძე 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics