|
2019-10-05 21:59:47, 2945 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ყოველთვის გვემახსოვრება თბილისის ყველაზე დიდი ნიშანი - ტოლერანტობა
ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება გადის თბილისის წარმატებაზე. ვიცი, რომ სულ მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული, კიდევ უფრო კომფორტული ქალაქი და ყოველთვის გვემახსოვრება ამ ქალაქის ყველაზე დიდი ნიშანი - ტოლერანტობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შეკრებილ საზოგადოებას თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი. „თბილისელებს მინდა მივულოცო თბილისობა. ეს დღესასწაული მახსოვს ბავშვობიდან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ მდუმარე მწუხარებით ვხვდებით ამ დღესასწაულს. მინდა თბილისობა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს, ამ სცენაზე იდგნენ და მინდა თითოეულ ჩვენგანს, თანამედროვეს, თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვო, რომ ისე ვემსახუროთ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს, რომ ასე შეგვეძლოს ამ სცენაზე ამოსვლა, ამ ასაკში და ასეთი ღვაწლით. მე მახსოვს ის ეზო, სადაც გავზარდე, როდესაც ამ ეზოში ტოლერანტობით განმსჭვალული სხვადასხვა ნაციონალობის წარმოდგენილი ადამიანები სიკეთესაც ლხინსაც და ჭირსაც ვხვდებოდით ერთად. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი დარწმუნებული ვარ, ასე იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)