12:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 16:18:47, 1239 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განხორციელებულ სამუშაოებს ეცნობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე   ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, კომპანიის  საქმიანობის კვარტალური ანგარიში მოისმინეს და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„ერთ წლის წინ ჭიათურაში, ეკოლოგიური კუთხით, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო.  ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, კომპანიის და საწარმოს წარმომადგენლებს და ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. კომპანიასთან ძალიან ბევრი  შენიშვნა არსებობდა. დღეს, მოვისმინეთ კომპანიის საქმიანობის კვარტალური ანგარიში. სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე გავეცანით განხორციელებულ სამუშაოებს და ვხედავთ, რომ  გარკვეული მიმართულებებით მდგომარეობა გამოსწორებულია. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მოკლე პერიოდში, ძირითადი პრობლემური  საკითხები  დღის წესრიგიდან მოვხსნათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიამ ,,ჯორჯიან მანგანეზი“ 2019 წელს, ჭიათურაში, ე.წ. ნოფის ტერიტორიაზე, 1.5 ჰა ფართობზე, მოაწყო ახალი სპეციალური მიმღები სარკინიგზო ტერმინალი, სადაც განხორციელდება ე.წ. კოოპერატორების წარმოებული კონცენტრატის მიღება და  ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ტრანსპორტირება, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზას. აღნიშნული ტერმინალის მოწყობამდე, კონცენტრატის ტრანსპორტირება საავტომობილო გზის გამოყენებით ხდებოდა და ქალაქის გზებზე მოძრაობის შეფერხებას იწვევდა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა, მერაბ კიმინაძემ განაცხადა, სარკინიგზო ჩიხებისა და ხიდების მოწყობის შედეგად, მადნითა და კონცენტრანტით დატვირთული  მძიმეწონიანი მანქანები ქალაქში აღარ იმოძრავებს.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, კომპანია მადნის გატანას შემოვლითი გზით, სარკინიგზო ხაზით უზრუნველყობს, რაც ქალაქის საავტომობილო გზას მნიშვნელოვნად განტვირთავს. პირველი ოქტომბრიდან, ექსპლუატაციაში შევიდა ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც სამთო მოპოვების კუთხით, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მერაბ კიმინაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics