23:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 13:44:45, 3188 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსს, დონეთ ვოლტონს შეხვდა. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში  განხორციელებულ რეფორმებზე და სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ  პროექტებზე ისაუბრა. გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე.

„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ბიზნესზე ორიენტირებული  სოფლის მეურნეობა განვითარდეს,  გაიზარდოს წარმოება და შემოსავალი. პოტენციალი ქვეყანაში რეალურად არსებობს. დარგში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით ამ პოტენციალის ათვისება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. 

როგორც შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელმა, დონეთ ვოლტონმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას გეგმავს და მათი მიზანია, ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნონ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და  აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics