2019-10-03 17:15:56, 1830 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.9700 ლარი ეღირება
ლარის კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9700 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9755 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2536 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2489 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან