11:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 13:31:21, 1722 ნახვა

საზოგადოება
ხაზარაძე ცქიტიშვილზე: შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა

"შეიძლება მაია ცქიტისვილი კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები არასათანადოდ ტარდება. 

"მაია ცქიტიშვილს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მას ვურჩევ, ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამას ყველაფერს ჩვენ პასუხს მოვთხოვთ, ყველას აბსოლუტურად", - აღნიშნა "თიბისი ბანკის" დამფუძნბელმა. 

კითხვაზე - ხომ არ მიიჩნებს, რომ მაია ცქიტიშვილი კორუმპირებული მინისტრია, ხაზარაძემ დასძინა, რომ მასზე ამას ვერ იტყის. 

"მაიაზე ამას ვერ ვიტყვი. ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დადასტურებულად გეუბნებით, რომ ტენდერები ქვემოთ არ ტარდება გამჭვირვალედ. ეს არის ფიქცია. დაახლოებით იმავე პროცესს ჰგავს - ჩვენ სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცედურა მოგვახვიეს თავზე, რომ ვითომ ეს არის გამჭვირვალე. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა სააკაშვილის მოსამართლეები და მოსამართლეები არიან ხელისუფლების მოსამართლეები, პროკურორები კი არიან ხელისუფლების პროკურორები. თემებში ბოლომდე უნდა ჩავიდეთ. ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ უფრო სიღრმისეულად ამ თემებით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics