10:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 10:07:23, 1107 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს

2020 წლის ბიუჯეტში ასახულია სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები, ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შევიტანეთ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი ერთობლივი მუშაობის შედეგად საკმაოდ დაბალანსებული გამოგვივიდა. მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან. ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება, თუმცა კოორდინირებული მუშაობა შემდგომში, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღურ ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ, ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2.7%, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს კიდევ ერთი ფაქტი ბიუჯეტის დაბალანსების. კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics