11:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 19:09:38, 1465 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი მოლაპარაკების პროცესშია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

თბილისის მერის თქმით, კარგი იქნება თუ მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება  საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებით მოხდება, რაც მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაშია მისაღები. 

„რამდენიმე თვეა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან,  ვინც დღეს ოპერირებს ბაზარზე  და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ  მიკროავტობუსების  მდგომარეობა არის ძალიან მძიმე  და უფრო მეტიც, კრიტიკული. ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი და პარკის განახლება. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს მიკროავტობუსების კომპანიასთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით დაწესებული გვაქვს  საკმაოდ მაღალი სტანდარტები, რაც დასტურდება იმ ავტობუსებით, რომლებიც უკვე შევისყიდეთ. თუ  საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებიც ამ სტანდარტების შესაბამისი იქნება, შემოვიყვანთ ბაზარზე, თუ არადა მოგვიწევს ჩამოყვანა. კომპანიის მხრიდან იყო წინადადება, რომ ისინი განახორციელებენ 30 მილიონის ინვესტიციას  საქართველოში მიკროავტობუსების  აწყობა-წარმოების მიმართულებით. თუ ეს განხორციელდა, მე ამას მხოლოდ მხოლოდ მივესალმები, რადგან ეს იქნება ქართული ბრენდი. რაც მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, გვეყოლება საქართველოში წარმოებული  მიკროავტობუსები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გაიყიდება, არამედ შესაძლებელია, გავიდეს ექსპორტზეც. თუმცა,  ეს ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა,   გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არ ვიცი, რამდენად შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას. რაც შეეხება ჩანაცვლების პროცესს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics