|
2019-10-02 17:46:19, 1794 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის შედეგები მთავრობის სწორი რეფორმების აღიარებაა
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" კვლევის შედეგები არის აღიარება და ეს არის რეალობა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო და სწორედ ეს მიღწევებია ასახული მსოფლიო ბანკის გაუმჯობესებულ რეიტინგებში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" კვლევის შეფასებისას განაცხადა. აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნაა რეგიონში ბიუროკრატიის ეფექტურობის, რეგულირების ხარისხისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. მინისტრის განცხადებით, მიღწევები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით, რეგულაციების სიმარტივის თვალსაზრისით და ზოგადად, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზე ყოფნა ძალიან ძალიან მაღალი პოზიციაა, ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის მე-8 ადგილს ვიკავებთ და ამ ინდიკატორით მიხედვით უკეთესად გამოვიყურებით ისეთ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი და ა.შ. , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" კვლევის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში ბიუროკრატიის ეფექტურობის, რეგულირების ხარისხის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. კვლევაში საქართველოს სარეიტინგო ქულა 6 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში გაუმჯობესდა. ესენია: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, მმართველობის ეფექტიანობა, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა. სარეიტინგო ქულების გაუმჯობესების შესაბამისად, კვლევის 4-ვე ინდიკატორში გაუმჯობესდა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც საქართველომ რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%დაიმსახურა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ 6 ქვეყნას, როგორიცაა უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. ასევე პოზიტიურია შეფასება „რეგულირების ხარისხის" მაჩვენებელში, სადაც საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 83.17% დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის მე-15 პოზიციაზეა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს. კერძოდ, ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებს, როგორიცაა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, Economist Intelligence Unit, Freedom House, Open Budget Index, ინსტიტუციური პროფილის მონაცემთა ბაზა და სხვა.
(NS)
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)