|
2019-10-02 17:06:27, 4016 ნახვა
რეგიონი
ბიძინა ივანიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - არჩილ ჯაფარიძე, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივი ესწრებოდნენ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე. ამით პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შეხვდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის საოლქო ორგანიზაციებს. მომდევნო კვირიდან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციებთან გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)